logo
ENG



ჩეხეთის პრემიერი: უკრაინისთვის ჭურვების პირველი პარტიის შესაძენად საკმარისი თანხა შეგროვდა

08 მარ 202416:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/gxk75kqgbsdmdn1.jpg

ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას თქმით, უკრაინისთვის 300 000 ჭურვის პირველი პარტიის შესაძენად საკმარისი თანხა შეგროვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"მადლობა ყველა ქვეყანას, რომელიც შეუერთდა ჩეხეთის ინიციატივას, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. ჩვენ მოვახერხეთ საკმარისი თანხის შეგროვება 300 000 საარტილერიო ჭურვის პირველი პარტიის შესაძენად.

ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისადმი აქ არ მთავრდება. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორების ძიებას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში", - წერს ჩეხეთის პრემიერი.

ჩეხეთმა საკუთარი ინიციატივა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა. ინიციატივას ევროპის 18 ქვეყანა შეუერთდა.


close დახურვა