logo
ENG



ჩეხეთმა აშშ-ს აქტივისტის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე გადასცა

22 თებ 202410:56
3 წუთის საკითხავი
 

ჩეხეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანელ-ამერიკელი აქტივისტის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვის ექსტრადაციის გადაწყვეტილება ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

პოლიციამ საქართველოს მოქალაქე საერთაშორისო ორდერის საფუძველზე 2023 წლის იანვარში დააკავა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ის ნიუ-იორკში მცხოვრები ირანელ-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჯ ალიანეჯადის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობდა.

ომაროვს და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერობაში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს - რაფად ამიროვს ბრალად ედებათ ამერიკელი მოქალაქის, ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისთვის 30 000 დოლარის გადახდა აქტივისტის მოკვლის სანაცვლოდ.

მაჰდიევი, რომელიც დაიქირავეს, აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, მას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. შეერთებულ შტატებში პატიმრობაში იმყოფება რაფად ამიროვიც. სამივე პირს ბრალად ედება მონაწილეობა დაქირავებულ მკვლელობაში, შეთქმულებისა და ფულის გათეთრება, რაც ჯამში 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა