logo
ENG



ჩეხი დიპლომატები კიევში დაბრუნდნენ

14 აპრ 202208:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/dwh2roukbhvr0tp.jpg
BBC

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატები კიევის საელჩოში ბრუნდებიან. მათ კიევი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ ესაა ერთ-ერთი ნაბიჯი რასაც ჩეხეთი უკრაინის დასახმარებლად გადადგამს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი NATO-ს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინის ჯარს ტანკები გაუგზავნა.

ევროკავშირმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, სლოვენიამ და თურქეთმა ასევე დააბრუნეს კიევში დიპლომატიური მისიები. პოლონეთისა და წმინდა საყდრის წარმომადგენლებს კი უკრაინა არ დაუტოვებიათ.


close დახურვა