logo
ENG



ჩვენ აღარ ვართ ფორს-მაჟორში - გიორგი გახარია

04 მაი 202011:36
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ეპიდსიტუაციას და მისგან გამოწვეულ პრობლემებს უმკლავდება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღარ იმყოფება. 

"ჩვენ აღარ ვართ ფორს-მაჟორში. ჩვენ ვმართავთ როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ახლა ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმას. თითოეულ თქვენგანს მინდა მოგიწოდოთ, რომ საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ღიად გასცეთ პასუხი. ჩვენი წარმატების საფუძველი პირველ რიგში არის ეპიდემიის დაძლევა და ასევე ეკონომიკის აღორძინება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.   


close დახურვა