logo
ENG



ჩვენ გვინდა მეუფე იაკობი მოვიწვიოთ პარლამენტში - ევროპული საქართველო

27 ოქტ 201914:23
3 წუთის საკითხავი
 
iv6orlatc19f1zw.png

„ევროპული საქართველო“ მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა და ქორეპისკოპოსს საპარლამენტო ფორმატში საუბარი შესთავაზა.

„სულ მცირე, სახეზე გვაქვს ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, ეს პირდაპირ არის კონსტიტუციის დარღვევა, რადგან, კონსტიტუციის მიხედვით, ეკლესია და სახელმწიფო არის ერთმანეთისგან დაშორებული, მე მხედველობაში მაქვს ის განცხადება, რომ პატრიარქის გადაყენებას ცდილობდა ხელისუფლება. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური, ძალიან ფაქიზი საკითხი და ამავე დროს, აქვს საზოგადოებას ლეგიტიმური ინტერესი გაიგოს, რაზე არის საერთოდ საუბარი, თუ მეუფე იაკობს ექნება  სურვილი, ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ის პარლამენტში და მან საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი ის, რასაც ის თვლის საჭიროდ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა საიდუმლო შეხვედრების, მკვლელობის დაგეგმვის და პატრიარქის გადაყენების მიზნით შეთქმულების მოწყობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესში უმაღლესი თანამდებობის პირები, მაღალი იერარქები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ განცხადებებზე პროკურატურას მოკვლევა ჯერ არ დაუწყია,  პრესსამსახურის თქმით, სამართლებრივი რეაგირების შემთხვევაში, ძალოვანი უწყება ინფორმაციას გაავრცელებს.

 

 


close დახურვა