logo
ENG



ჩვენი სტრატეგია შეკავების მაქსიმალური მცდელობაა და შემდეგ ჰოსპიტალების ჩართვა - ცერცვაძე

15 მარ 202022:24
3 წუთის საკითხავი
clock 353
skr9pk5h4drleft.jpg

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპულ სტრატეგიას იყენებს.

როგორც მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, ეს იმას გულისხმობს, რომ შეკავების მაქსიმალური მცდელობა ექნება სახელმწიფოს, რასაც ამ ეტაპზე ის წარმატებით ახერხებს.

„სიტუაცია უკონტროლო ხდება, რომ მეოთხეული და შემდეგი გადაცემები იწყება, როდესაც ადამიანი ავად ხდება ისე, რომ არ იცის ვისგან დაემართა. ჩვენ ეს შემთხვევა არ გვაქვს - ყველა იყო ან მოგზაურობისას, ან აქ უცხოელთან კონტაქტი. ამ ეტაპზე რუსეთთან კონტაქტი არ ფიქსირდება. ბოლო სამი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, აქვს ორმხრივი პნევმონია. თუმცა ვერ დავაზუსტებ, არის თუ არა რომელიმე მათგანი გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბათუმის მკვიდრი. სანამ რაოდენობა იყო ერთეული - მიმღები იყო მხოლოდ ინფექციური კლინიკა. ნათელი გახდა, რომ ინფექციური ვეღარ იქნება საკმარისი. ქართული სტრატეგია არაა ცალკე სტრატეგია - ის ახლოა ევროპულ მოდელთან და არა ინგლისურთან. ეს არის შეკავების მაქსიმალური მცდელობა და შემდეგ ჰოსპიტალური რესურსის ჩართვა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით საქართველოში ვირუსით ინფიცირებული 33 პაციენტია.


close დახურვა