„უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ჩვენი სურვილია, რომ ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალური თამაში გადაიდოს", - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებაშია ნათქვამი.
მუჯირმა თავისი მოსაზრება მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე დაასაბუთა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივარი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოთამაშეთა ინტერესი და ჯანმრთელობა. საქართველოს ნაკრებში კი ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში თამაშობენ. ვირუსის საფრთხის გამო, მათი მგზავრობაც გართულდა და შემოსვლაც. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რის გამო თამაშის გადადება გვსურს", – ამბობს ფედერაციის გენერალური მდივანი.