logo
ENG



ჩვენც ჰამიდი ვართ - გარდაბნის სკოლის მასწავლებლის მხარდასაჭერად, ახალგაზრდები გაერთიანდნენ

23 ოქტ 201911:33
3 წუთის საკითხავი
 
7xd2jcf7ql170yv.jpg

გარდაბნის სკოლის მასწავლებლის ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად, ახალგაზრდები გაერთიანდნენ და შესაბამისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

საქმე ეხება, მასწავლებლის სტატუსს, რომელმაც მისი მოსწავლის მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. აღნიშნული საქციელის გამო, მას სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, შესაბამისი კადრები კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ვიდეომიმართვაში ახალგაზრდები სწორედ ამ ფაქტს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან ნაადრევ ქორწინებას და ჰამიდი მარტო არ არის.

"სალამ, ჩვენ მოვედით, მოვედით, რათა გავაჟღეროთ ჩვენი საზოგადოების და თემის საკითხები, მოვედით, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება. მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს. მოვდივართ, რათა დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა, ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ... ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ," - ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ გოგონა, რომლის მოტაცების ფაქტიც მასწავლებელმა გააპრიტესტა, სახლში დააბრუნეს და მან სწავლის გაგრძელება შეძლო.

აღნიშნულ ფაქტზე შსს სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.  

 


 


close დახურვა