ჩილეში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ის მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ ძალიან დიდი მასშტაბის ტრაგედიის წინაშე ვდგავართ", - აღნიშნა მან.
ხანძრის შედეგად 1 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა. შექმნილი ვითარების გამო, ჩილეს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.