logo
ENG



ჩინეთი, დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთისგან ქვანახშირს რეკორდული რაოდენობით ყიდულობს

20 მაი 202214:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/20/2jhqo2owhf9et7m.jpg
Alexander Manzyuk/ Anadolu Agency/ Getty Images

ჩინეთი დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე რუსეთისგან იაფი ქვანახშირის რეკორდულ რაოდენობას ყიდულობს.

აპრილში ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, რუსეთისგან რეკორდული რაოდენობის ქვანახშირი იყიდა და ასევე გააუქმა იმპორტის ტარიფები ყველანაირი ტიპის ქვანახშირზე.

ამერიკულ-ბრიტანული ფინანსთა ანალიტიკური კომპანია Refinitiv-ის ცნობით, ჩინეთში რუსული ქვანახშირის იმპორტი მარტი-აპრილის პერიოდში თითქმის გაორმაგდა და 4.42 მილიონ მეტრ ტონას მიაღწია. რუსეთმა ჩინეთში ქვანახშირის მიწოდებაში ავსტრალიას გადაუსწრო და ახლა ქვანახშირის იმპორტების 19%-ს შეადგენს, 14%-ის ნაცვლად.

ქვანახშირით ვაჭრობა ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის მომგებიანია. ჩინეთი ქვანახშირს ენერგო-სადგურებსა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყენებს. რუსეთს კი დასავლეთის მხრიდან შემცირებული ექსპორტის ფონზე წიაღისეული საწვავისთვის ახალი მომხმარებლები სჭირდება.


close დახურვა