ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის რიგით მეოცე ყრილობაზე გენერალურ მდივნად სი ძინპი აირჩიეს - ის ჩინეთის ლიდერი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ისევ იქნება.
პარტიის ყრილობაზე, რომელიც 16 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობდა, წარადგინეს ჩინეთის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანოს, პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებიც.
გუშინ ჩინეთის ყოფილი ლიდერი ჰუ ძინტაო, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობის პრეზიდიუმში იჯდა, დარბაზიდან გაიყვანეს. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, 79 წლის ჰუ ძინტაოსთვის დარბაზიდან გაყვანა მოულოდნელი იყო და თავდაპირველად მას არ სურდა ადგილის დატოვება.