ჩინეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებას 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაპირისპირება ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, ქაშმირში მოხდა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთს, ე.წ. კონტროლის ხაზის შესახებ დადებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. ოფიციალური პეკინი კი ინდოეთს პროვოკაციის მოწყობას სდებს ბრალად.
ეს ბოლო 45 წლის განმავლობაში ინდოეთსა და ჩინეთის საზღვარზე პირველი სერიოზული დაპირისპირებაა.