logo
ENG



ჩინეთის სამხედროები ბელარუსში ანტიტერორისტული წვრთნებისთვის ჩავიდნენ

07 ივლ 202416:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/07/8rkldjnvyn13yf8.jpg

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის სამხედროები ერთობლივი ანტიტერორისტული საწვრთნელი ვარჯიშებისთვის ბელარუსში ჩავიდნენ.

უწყების განცხადებით, მანევრები 8-19 ივლისს გაიმართება. 

"ერთობლივი წვრთნა შექმნის საფუძველს ბელარუსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებისთვის, სამხედროების ერთობლივი წვრთნის სფეროში", - წერია განცხადებაში.

ბელარუსი 4 ივლისს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO) შეუერთდა, რომელსაც პეკინი და მოსკოვი უჭერენ მხარს, როგორც დასავლეთის გავლენის ალტერნატივას.

ჩინეთი ბოლო წლებში კავშირების გასამყარებლად აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის სახელმწიფოებთან აქტიურად თანამშრომლობს.

 

 

 

 

 

 


close დახურვა