ჩინეთის ხელისუფლებამ COVID-19 -ის ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მი ფენმა განაცხადა.
როგორც ფენმა ბრიფინგზე განმარტა, ქვეყანაში შიდა გადაცემის ფაქტები 28 მარტის მონაცემებით არ დაფიქსირებულა.
"იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ქვეყნის შიგნით დაინფიცირდნენ დღეის მდგომარეობით, 3 ათასზე ნაკლებია", - განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კორონავირუსს 3 300 ადამიანი ემსხვერპლა.