logo
ENG



ჩინეთში ამერიკული უნივერსიტეტის ოთხი პედაგოგი დანით დაჭრეს

11 ივნ 202408:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/ocqmtsh8wbjb8kq.jpg

ამერიკული უნივერსიტეტის ოთხ პედაგოგს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს. ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.

აიოვას უნივერსიტეტის ინსტრუქტორებს დღისით გირინის პროვინციაში, პარკში ყოფნის დროს დაესხნენ თავს. აიოვას შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ადამ ზაბნერის თქმით, ერთ-ერთი დაჭრილი მისი ძმაა.

მისი თქმით, ინსტრუქტორები ორშაბათს ტაძარს სტუმრობდნენ, როდესაც უცნობმა კაცმა ისინი დაჭრა.

კორნელის კოლეჯში განაცხადეს, რომ ოთხი ინსტრუქტორი "ჩინეთში უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში" ასწავლიდა. პარკის ვიზიტისას მათ ბეიჰუას უნივერსიტეტის წარმომადგენელიც ახლდათ.

სოცქსელებში დაჭრილების ვიდეოები გავრცელდა. ისინი მიწაზე წვანან და ჭრილობები ნათლად უჩანთ. როგორც BBC წერს, დიდი ალბათობით ინციდენტი ჩინურ ინტერნეტში ცენზურის ქვეშ მოექცა, რადგან საძიებო სისტემამ "უცხოელები გილინში" ჩაწერის დროს არაფერი არ ამოგდო, მიუხედავად იმისა, რომ Weibo-ში საკმაოდ ტრენდული იყო.


close დახურვა