426-მდე გაიზარდა ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
ხუბეის პროვინციაში, რომელიც უხანის რეგიონის შემდეგ დაავადების ერთ-ერთი უდიდესი კერაა, გასული დღე-ღამის განმვლობაში 64 ადამიანი დაიღუპა, რაც ახალი კორონავირუსით შედეგად გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია.
ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე 396 ადამიანი განიკურნა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 23 ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა. ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.