logo
ENG



ჩინეთში კორონავირუსით უკვე 132 ადამიანია გარდაცვლილი

29 იან 202016:59
3 წუთის საკითხავი
 

საშიში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.  ჩინეთში უკვე 132 ადამიანია გარდაცვლილი, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი 6 ათასს აღწევს. კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო ავიაკომპანია "ბრითიშ ეარვეისმა" ჩინეთის მიმართულებით ყველა ავიარეისი გააუქმა. უხანიდან უცხოელების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ავსტრალიას თავისი 600 მოქალაქე ორი კვირის განმავლობაში შობის კუნძულებზე ეყოლება კარანტინში. იაპონიიდან 200 მოქალაქე დაბრუნდა ტოკიოში. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი დატოვა 200-ზე მეტმა ამერიკელმაც, მათ შორის საკონსულოს თანამშრომლებმა და მათმა ოჯახის წევრებმა.


close დახურვა