ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ დროისთვის კორონავირუსისისგან სულ 243 პაციენტი განიკურნა, პაციენტები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ამავე უწყების განცხადებით, საავადმყოფოდან გაწერა იმ შემთხვევაში ხდება თუ სხეულის ტემპერატურა, სულ ცოტა, სამი დღის განმავლობაში ნორმალურ დიაპაზონში რჩება.
ამავდროულად, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ იზრდება. ბოლო 24 საათში ინფექციას 46 ადამიანი ემსხვერპლა.