logo
ENG



ჩინეთში საშიში ვირუსის გამო უკვე მეორე ქალაქია იზოლირებული

23 იან 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთში საშიში ვირუსის გამო უკვე მეორე ქალაქია იზოლირებული. ჰუანგანთან შეჩერებულია საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლა. არ მუშაობს ტრანსპორტი და დროებით დაკეტეს საზოგადოების თავშეყრის ობიექტებიც. ანალოგიური ვითარებაა უჰანში, საიდანაც კორონა-ვირუსი გავრცელდა. მოსახლეობას განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ქალაქის დატოვება ეკრძალება. 

ბოლო მონაცემით კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთელს მსოფლიოში 617-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი კი 17-ს აღწევს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიოს ყველა მსხვილ აეროპორტში ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს სკრინინგს უტარებენ. 


close დახურვა