logo
ENG



ჩირო იმობილე „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში დაწინაურდა

30 ივლ 202013:12
3 წუთის საკითხავი
 
8a2u3j6rctoneaz.jpg

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში  „ლაციომ“ „ბრეშა“ 2:0 დაამარცხა.

ორიდან ერთის გატანა რომაელთა ფორვარდმა ჩირო იმობილემ მოახერხა. ახლა, ჩიროს  ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 35 გოლია. ბრეშასთან გატანილი გოლის წყალობით, 30 წლის თავდამსხმელმა „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში „ბაიერნის“ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის გაუსწრო და ახალი ლიდერი გახდა. 


იმობილე პირველი იტალიელია ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში სერია A-ში მინიმუმ 35 გოლი გაიტანა. მანამდე ეს შეძლო ორმა უცხოელმა ფეხბურთელმა – შვედმა გუნარ ნორდალმა და არგენტინელმა გონსალო იგუაინმა.


close დახურვა