logo
ENG



ჩიქოვანი - აქტიურად ვმუშაობთ, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნების მსურველებს ხელი შევუწყოთ

18 მარ 202016:24
3 წუთის საკითხავი
 
n0l79m5jyazz278.png

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ხელი შეუწყოს.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს კონკრეტული ადგილების განსაზღვრა, საიდანაც სპეციალური ავიარეისები განხორციელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ თანამოქალაქეებს, ვინც არიან საზღვრის გარეთ და აქვთ სურვილი, რომ დაბრუნდნენ, ხელი შევუწყოთ. მოქმედებს რამდენიმე კომერციული რეისი, რომელიც სრულდება საქართველოს დროშის ქვეშ მყოფი ავიაკომპანიების მხრიდან და მაქსიმალურად შევინარჩუნებთ ამ რეისებს. ასევე, საქართველოს დიპლომატიური სამსახური და საკონსულოები ცდილობენ განსაზღვრონ ის კონცენტრაციის ადგილები, რომელიც განსაკუთრებით ბევრ თანამოქალაქეს აერთიანებს და გვაძლევს საშუალებას, რომ ვუთხრათ მათ რომელი კონკრეტული მიმართულებებით გადაადგილდნენ, გადაწყდეს საიდან განხორციელდება სპეციალური ავიარეისები”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, დილიდან მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გამო შექმნილი უწყებათაშორისი კომისია შეხვედრებს მართავს. კომისია უკვე შეხვდა ჯანდაცვისა და ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. დღესვე, კომისიის კიდევ ერთი შეხვედრა სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით შედგება.  


close დახურვა