logo
ENG



ჩიქოვანი - ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს

20 მარ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ეკონომიკური გუნდი დამატებით სტიმულირების პაკეტს წარადგენს.

ჩიქოვანის თქმით, ყველა საცალო სავაჭრო ობიექტი დაიხურება.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს. გარდა, კვებისა და სურსათის სავაჭრო ობიექტებისა. ასევე, საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, ასევე აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა. 

"ასევე, პრემიერმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადება, რომლითაც დამატებით განისაზღვრება ახალი სტიმულირების პაკეტი, რომელიც ბიზნესსა და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ კორონავუსს გაუმკლავდნენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.


close დახურვა