logo
ENG



ჩოხატაურში, 49 წლის მამამ 29 წლის შვილი დაჭრა - დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა

21 მაი 202023:00
3 წუთის საკითხავი
 

ჩოხატაურში, სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ვერსიით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით ჭრილობები მიაყენა. გავრცელებლი ინფორმაციით იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა