logo
ENG



ჩოხატაურში, სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

23 მაი 202010:48
3 წუთის საკითხავი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. ინციდენტი, სავარაუდოდ, შენობაში განთავსებული ბანკომატის გაძარცვის მიზნით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია შენობა, ჩამსხვრეულია შუშები და ასევე დაზიანებულია ბანკომატი.

„დაახლოებით 11-ის ნახევარზე - მაშინ, როცა მოქალაქეები 10-ის 10 წუთზე გარეთ ვერ გამოდიან და 3000 ლარით აჯარიმებენ, კომენდანტის საათის დროს აფეთქებენ სახემწიფო შენობას, რომელზეც მთლლი ზონაა დამოკიდებული. მაინტერესებს ჩოხატაურის რაიონს ჰყავს თუ არა პოლიცია. რა თქმა უნდა,  კრიმინალმა აიწია და საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ“, - განაცხადა ადგილობრივმა ბაჩო ახალაძემ.

შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა