ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბიქი დაზიანება გამოიწვია.
ავტომობილის მძღოლის და მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.