ჩოხატაურში, საზოგადოებრივი ცენტრის აფეთქებული ბანკომატიდან, სავარაუდოდ, 10 ათას ლარამდეა წაღებული. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს დაყაჩაღების უკვე მესამე მცდელობა იყო.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ბანკომატი იდგა, 8 სოფელს ემსახურება. ადგილობრივების თქმით, მათთვის ამ ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი იყო. შეგახსენებთ, რომ აფეთქება, საზოგადოებრივ ცენტრში ღამით, კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში მოხდა.
დაზიანებულია შენობა, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ბანკომატიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.