logo
ENG



ჩოხატაურში ენმ-ის წევრებზე თავდამსხმელებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

05 სექ 202320:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/667u011jeopsvua.png

ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდამსხმელები ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოთხივე ბრალდებულს 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თავდამსხმელებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თუმცა, ჩიგოგიძე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს.

ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდებოდა, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმებოდა. დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სკვერს "ვერავინ გაყიდის".


close დახურვა