logo
ENG



ჩოხატაურში კაცი მოკლეს

21 მაი 202017:06
3 წუთის საკითხავი
 
txr47e9x7ufd8g4.png

ჩოხატაურში, გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით აქვს მიყენებული. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, გარდაცვლილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ნახეს. 

ინფორმაცია „ფორმულას“ შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

წინასწარი ინფორმაციით იგი ბაღდათის მკვიდრია. უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი.


close დახურვა