სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
მძღოლი ნაბეღლავში 10-11 ივნისს იმყოფებოდა. მას 14 ივნისს კვლევა ჩაუტარდა და კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ხოლო რამდენიმე დღეში მამაკაცს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყო, რის შემდეგადაც ვირუსი აღმოაჩნდა. მედიკოსების ინფორმაციით, ჩოხატაურში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.