logo
ENG



ჩრდ. კორეის მედია - კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში ერთ-ერთი ქარხნის გახსნას დაესწრო

02 მაი 202002:34
3 წუთის საკითხავი
 
7jl4p71p59gxxyw.jpg

ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ინი ბოლო 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა. აღნიშნულზე ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ერთ-ერთი ქარხნის გახსნას დაესწრო. BBC-ის ინფორმაციით,  ჩრდილოეთ კორეის მედიაში არ ვრცელდება ფოტოები, რომლებიც ფაქტს ადასტურებს.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ორი კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ერთ-ერთი ვერსიით, კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის საფრთხის გამო ფხენიანი დატოვა და საკურორტო ქალაქ ვონსანში იმყოფება. მეორე ვერსიით, მას 12 აპრილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

 


close დახურვა