ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი წვრთნების პროტესტის ნიშნად წყალქვეშა ატომური იარაღი გამოცადა. ინფორმაციას სახელმწიფო გამოცემა ავრცელებს.
Haeil-5-23-ის სისტემები, რომლებსაც ატომური იარაღის გადატანა შეუძლიათ, აღმოსავლეთ სანაპიროებთან გამოცადეს. კონკრეტული თარიღი ცნობილი არაა.
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ დასახელდა, აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია წვრთნების გამო "კატასტროფული შედეგების შესახებ" გააფრთხილა.
ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში სამი ქვეყნის საზღვაო ძალებმა, ამერიკულ ავიამზიდ Carl Vinson-თან ერთად, სამდღიანი წვრთნები ჩაატარეს.
უპილოტო საფრენი აპარატების ახალი სისტემა, რომელსაც Haeil დაარქვეს და "ცუნამის" ნიშნავს, პირველად 2023 წლის მარტში გამოცადეს და განაცხადეს, რომ მისი მიზანია ფარული შეტევების განხორციელება მტრის წყლებში და დიდი რადიოაქტიური ტალღის შექმნით საზღვაო დარტყმის ჯგუფებისა და ძირითადი ოპერატიული პორტების განადგურება.