logo
ENG



ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს

23 დეკ 202214:03
3 წუთის საკითხავი
clock 754
2022/12/23/x06gd4i2p4pcegn.jpg
Alexander Zemlianichenko / AP Photo

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო თეთრის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინაში ომისთვის იარაღი მიაწოდა.

ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მედია KCNA ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა და აშშ-ის ხელისუფლება უკრაინისთვის "მომაკვდინებელი" იარაღის მიწოდების გამო დაგმო.

იაპონურმა გამოცემა Tokyo Shimbun-მა მანამდე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ტყვია-წამალი, მათ შორის საარტილერიო ნაღმები, რუსეთში საერთო საზღვრის გავლით მატარებლით გაგზავნა და მომავალ კვირაში დამატებითი სამხედრო გზავნილებიც მოსალოდნელია.

„იაპონური მედიის ცრუ ცნობები, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკამ რუსეთს ტყვია-წამალი შესთავაზა ყველაზე აბსურდული ტყუილია, რომელიც არ იმსახურებს რამენაირ კომენტარს ან ინტერპრეტაციას“ - წერია KCNA-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებაში არ არის ნახსენები ვაგნერის ჯგუფი.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა ჩრდილოეთ კორეიდან შეიარაღება მიიღო.

კირბი აცხადებს, რომ ვაგნერი ყველა გზით ცდილობს შეიარაღების მოპოვებას და თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასულ თვეში რუსეთში, ვაგნერის ჯგუფისთვის ქვეითი და სხვა ტიპის რაკეტები გაგზავნა.


close დახურვა