ჩრდილოეთ ოსეთის მთებში სასწავლო ფრენის დროს რუსეთის საჰაერო ძალების Su-34 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ორი მფრინავი დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტრომ ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. რუსული მედიები წერენ, რომ გამანადგურებელი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამავე ტიპის თვითმფრინავი 2022 წლის 17 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში. ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. თვითმფრინავმა ფრენა ბორტზე სრული საბრძოლო მასალით განახორციელა. ავიაკატასტროფის შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაიღუპა 15 ადამიანი, 50-მდე კი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, კატასტროფის მიზეზი ძრავებში ჩიტების მოხვედრა გახდა.