საქართველოში ბოლო 5 წელში ჩუტყვავილას რეკორდული შემთხვევების რაოდენობა დადასტურდა. ეს არ არის სიკვდილიანობის მაჩვენებლით გამორჩეული ინფეცია, წითელასთან განსხვავებით. ამასთან, საქართველოში ასევე ბოლო წლებში ყველაზე ნაკლებია აცრილი ბავშვების რიცხვი. ამას კი იაშვილის კლინიკის დირექტორი კორონავირუსის პანდემიის დროს გამძაფრებულ ანტივაქსერულ განწყობებს უკავშირებს.