logo
ENG



გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა

18 მაი 202312:26
3 წუთის საკითხავი
 

გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

მათი მტკიცებით, პაციენტს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. კლინიკა , გორმედის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან. არსებული ცნობით, 4 წლის ბავშვი გზაში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის გორიდან თბილისში გადაჰყავდათ, მას ციციშვილის კლინიკაში შეყვანის დროს სასიცოცხლო ნიშნები უკვე აღარ ჰქონდა.

"გამოვიდა ექიმი, უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ მივიღოო, ასე მითხრა. ვუთხარი ექიმს, ჩქარა, ცუდად არის, ვაიმეო, იმ პალატაში ის წევსო, იქით ისა წევსო, ვერ შევიყვანო... ჩქარა ცუდად არის მეთქი, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი, [მიპასუხა], მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოო... დავავლეთ ბავშვს ხელი, ერთი არ უთქვამს, მოიცა, აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო, პირდაპირ გამოვიტაცეთ და წამოვედით", - ამბობს ბავშვის ბებია.


close დახურვა