logo
ENG



ჩხაიძე: ბავშვები ქუჩაში, ეზოში, ბაღში, ჰაერზე უნდა იყვნენ, დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე

09 ივლ 202117:13
3 წუთის საკითხავი
 
ჩხაიძე: ბავშვები ქუჩაში, ეზოში, ბაღში, ჰაერზე უნდა იყვნენ, დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე

პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების პერიოდში რეკომენდაციაა, ბავშვებმა გაატარონ დრო ჰაერზე, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით და არ ჩაიკეტონ სახლებში.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი მშობლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ 6 წელს ზემოთ ბავშვებმა ატარონ პირბადე დახურულ სივრცეში.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გამოსავალია ბავშვების სახლში ჩაკეტვა - ჩვენ ეს მძიმე პერიოდი გავიარეთ და ეს რეკომენდაცია აღარ არსებობს. ბავშვები ქუჩაში, ეზოში, ბაღში -ჰაერზე უნდა იყვნენ, ჰქონდეთ ფიზიკური აქტიურობის შესაძლებლობა, ნიღბის ტარების რეკომენდაცია იუნისეფის რეკომენდაციას ეყრდნობა, რომელიც ამბობს, რომ 6-დან 12 წლამდე ბავშვებმა ისე უნდა ატარონ, როგორც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მოითხოვს, ხოლო 12 წლის ზემოთ ისე, როგორც მოზრდილებმა. ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია, ამიტომ 6 წლის ზემოთ ბავშვების გადაადგილებისას, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში აუცილებელია ნიღბის ტარება", - ამბობს ივანე ჩხაიძე.

პედიატრის თქმითვე, კორონავირუსით დაინფიცირებისგან ბავშვების დაცვის საუკეთესო გზა ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინირებაა.

„მშობლის რეკომენდაცია დღევანდელ რეალობაში არის ძალიან მარტივი - ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შვილები დავიცვათ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით, სხვა გადადების გზა პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის: ბაღები არ მუშაობს, სკოლები დასრულდა, ორგანიზებული კოლექტივები ქვეყანაში არ არის, გარესივრცეში კი ნაკლებია ინფექციის გადაცემის შანსი. ერთადერთი და მაღალი შანსი გადადების არის საყოფაცხოვრებო", - აცხადებს ექიმი.

კორონავირუსის დელტა შტამი, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო მეტი გადადების უნარით გამოირჩევა, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებში.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინდური შტამის ცირკულაცია ქვეყანაში, სავარაუდოდ, უკვე აღწევს 10-20%-ს.


close დახურვა