ჯანდაცვის სამინისტროსთან პენსიონერების საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე პენსიონერთა გაერთიანება „შენი სიბერის“ წევრები არაინ შეკრებილი.
აქციის მონაწილეები წინსწრებით რამდენიმე თვის პენსიის გამოტანისას პროცენტის დაკლებას ითხოვენ. მათი თქმით იმ შემთხვევაში, როდესაც პენსიონერი წინსწრებით იღებს პენსიას ლიბერთი ბანკი 36%-ს აჭრის. ისინი ითხოვენ, რომ ეს პროცენტი 12%-მდე შემცირდეს. პენსიონერების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციას, მაგრამ მათთვის ყურადღება არავის არ მიუქცევია.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი „ლიბერთი ბანკთან“ ერთად აკოტრებს პენსიონერებს.
„ხელისუფლებათა ოლიგარქთა დახმარებით გრძელდება საქართველოს მოსახლეობის ძარცვა საბანკო ოლოგოპოლიის მიერ. ამის ნათელი მაგალითია ის, თუ როგორ ურცხვად ყაჩაღურად ძარცვავენ პენსიონერებს, როცა 30%-ზე მეტ კრედიტის საფასურს ახდევინებს მათ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი“,- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.