logo
ENG



ჩხარტიშვილი:მაჩალიკაშვილს სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ის ჩვენ გამოც იბრძვის

31 დეკ 201914:16
3 წუთის საკითხავი
 
nqrnqkiv79emv79.jpg

პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი აპირებენ ახალი წლის ღამეს მაჩალიკაშვილების ოჯახთან ერთად შეხვდნენ. როგორც „ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ყველასთვის იბრძვის და მას მხარდაჭერა სჭირდება.

„ვაპირებ 11-ის ნახევრიდან მოვიდე ბავშვთან ერთად და შევხვდე ამ ადამიანებთან ერთად ახალ წელს. მას სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ის ჩვენ გამოც იბრძვის. მის შვილს ვერავინ გააცოცხლებს და მისი ბრძოლის შედეგი იქნება და უკვე არის ის, რომ პოლიცია ნაკლებად გაბედავს ძალადობას და ნაკლები ადამიანი დაიღუპება ამგვარი რეჟიმის პირობებში, რომლის აღსასრულიც დგება და ეს საზოგადოების ერთიანობაზეა დამოკიდებული, მათ შორის საახალწლო ღამეც. მაღთალია აქციისთვის არავის ემეტება ეს ღამე, მაგრამ პროვოცირება ამ პროცესს გაუკეთა ივანიშვილმა და კალაძემ თავისთავად“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

გვიან ღამით, მალხაზ მაჩლიკაშვილის მიერ დადგმული კარავი „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა აიღეს. აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა.

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, დღეს, 31 დეკემბერს რუსთაველზე კარავს გაშლის.

"სოლიდარობა უსამართლობასთან მებრძოლებს, ქვეყანას არ ეზეიმება", - ამ ლოზუნგით დღეს, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები 'ფეისბუქზე" წერენ, მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ და აპატიმრებენ, როცა მათ ოჯახებს ამწარებენ, მათ არ ეზეიმებათ.

31 დეკემბერს პარლამენტის წინ ღამით განვითარებულ მოვლენებს ასევე ეხმაურება "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" და აცხადებს, რომ მერიის ქმედება უხეშად არღვევს აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და მძიმე დარღვევის ფაქტების გადაფარვის და არაღიარების კიდევ ერთი ცინიკური მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციისაას, საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაჭრეს თემირლან მაჩალიკაშვილი. ის გონზე მოუსვლელად, 10 იანვარს გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლანს ესროლეს მაშინ, როდესაც ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. საგამოძიებო უწყება თემირლანს ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირსა და მათ დახმარებას ედავებოდა. 

თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო. მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე უკვე რამდენიმე თვეა კარავი ქონდა გაშლილი. შვილმკვდარი მამის განცხადებით, ის მანამდე იქნება კარავში, სანამ მისი შვილის უდანაშაულობას არ დაამტკიცებს.


close დახურვა