„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ის მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ჩხარტიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მოვაჭრეები შიმშილისთვის არ უნდა გაწიროს.
„პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებ ხელისუფლებას. სრული კომპენსირების ვალდებულება ეკისრება ხელისუფლებას. მოვითხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით დღესვე გაკეთდეს განცხადება. ეპიდემიის პირობებში, შიმშილის პირას მიტოვებულ ადამიანებს, ამ ვითარებაში, ხელისუფლების მხირდან დახმარების ხელის არ გაწვდენა, ნიშნავს მათი შიმშილით სიკვდილის წინაშე დაყენებას“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი გვიან ღამით ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ მერია მოვაჭრეებს გვერდით დაუდგება.