logo
ENG



ჩხეიძე: ივანიშვილი და მისი რეალური უფროსი რუსეთი, ეკლესიის შესუსტებას ცდილობენ

07 ნოე 201908:50
3 წუთის საკითხავი
 
lmwp6v4l3hyyl1z.png

 

„ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები ეკლესიის შესუსტებისკენ არის მიმართული. 

ამასთან, ჩხეიძე "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ ეკლესიის შესუსტება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია. ჩხეიძე, ივანიშვილის "უფროსად" რუსეთს ასახელებს და განმარტავს, რომ მმართველი გუნდის ლიდერს ტოტალური კონტროლის მოპოვება სურს. 

"ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ეს არის ივანიშვილის და მისი რეალური უფროსების, ანუ რუსეთის, მიერ ორგანიზებული კამპანია ეკლესიის შესასუტებლად და მისთვის ძირის გამოსათხრელად. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მე ვამტკიცებ, რომ იქ არაჩვეულებრივი მდგომარეობაა და ცუდი არაფერი ხდება. სინამდვილეში აქ რა ხდება, ხდება იგივე რაც ყველა სფეროში, ივანიშვილი ცდილობს ტოტალური კონტროლის მოპოვებას ყველაფერზე. მას და რუსეთს უნდა რომ კიდევ უფრო მორჩილი და მის ხელში მყოფი მდგომარეობა იყოს ეკლესიაში", - განაცხადა ჩხეიძემ. 

 


close დახურვა