logo
ENG



ჩხეიძს ქუჩაზე ორმა პირმა პოლიციელი დაჭრა

02 მარ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში ჩხეიძის ქუჩაზე ორმა პირმა პოლიციელი დაჭრა - შემთხვევა 1 მარტს პირველ საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით პოლიციელსა და ორ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მოგვიანებით შელაპარაკებას გასროლა მოჰყვა. სავარაუდო დამნაშავეებმა გაქცევა და ქუთაისში ჩასვლა მოახერხეს.

სროლის დროს დაჭრილი საპატრულო პოლიციელის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. შსს-ს ცნობით პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყება თავდაპირველად  პოლიციელის დაჭრის ფაქტს არ ახმაურებდა, მათ საკუთარ ინტერნეტსაიტზე ინფორმაცია მხოლოდ „ფორმულასთან“ კომუნიკაციის შემდეგ განათავსეს. 

შსს-მ 2 პირი ქუთაისში დააკავა. გამოძიება ერთ-ერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას.

 


close დახურვა