logo
ENG



ჩხენკელი ივანიშვილზე: ადამიანი, რომელიც უფრთხილდება კულტურას, თანამედროვეობის ექვთიმეა

01 დეკ 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
ჩხენკელი ივანიშვილზე: ადამიანი, რომელიც უფრთხილდება კულტურას, თანამედროვეობის ექვთიმეა

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ექვთიმე თაყაიშვილია. 

პარლამენტში, სადაც მინისტრის საათის ფორმატში წარსდგა, ჩხენკელმა ალეკო ელისაშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც სხდომაზე ლევან იოსელიანმა გაახმოვანა.

მოქალაქეები დაინტერესდნენ, რატომ შეადარა განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს, მაშინ, როცა "თაყაიშვილი იყო მეცნიერი და ღარიბი, ბიძინა ივანიშვილი კი მეცნიერი არ არის და მდიდარია". 

მიხეილ ჩხენკელმა თქვა: 

"ანზორ ერქომაიშვილის წიგნის წარდგენაზე საუბარი იყო ქართულ პოლიფონიაზე. ქართული პოლიფონია ვაზის გარეშე წარმოუდგენელია, ეს ჩვენი კულტურის ქვაკუთხედია. და მაშინ მე აღვნიშნე, რომ როცა წინა ხელისუფლება ვაზს ჩეხავდა, მაშინ ბატონი ბიძინა თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა უნიკალურ ნერგებს, უნიკალურ ჯიშებს. 

ვაზს ქართველისთვის რამხელა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს, კარგად მოგეხსენებათ. 

თქვენ ასევე ძალიან კარგად იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ქართუ ფონდი რამხელა ძალისხმევას ახმარს ჩვენი კულტურული ძეგლების შენარჩუნების საქმეს და ჩემთვის ყველა ადამიანი, რომელიც ასე თვალის ჩინივით უფრთხილდება ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიას და იმ ძეგლებს, რომელზე დაფუძნებულია ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩემთვის არის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი". - თქვა მიხეილ ჩხენკელმა. 

ექვთიმე თაყაიშვილის ბიძინა ივანიშვილი ჩხენკელმა პირველად 2019 წელს შეადარა. განცხადება მან ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა.


close დახურვა