ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკირი ფონის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მაღალი რანგის თანამშრომლებს ხელფასები 15%-ით გაუზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩხოროწყუს საკრებულოს გვერდზეც გამოქვეყნდა.
როგორც „ფორმულასთან“ საუბრისას მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ოთო შენგელია აცხადებს, ჩხოროწყუს მერიამ ხელფასები „ქართული ოცნების“ მიერ 14 დეკემბერს ორგანიზებულ აქციაში მოსახლეობის იძულებით და დაშინებით მონაწილეობისთვის გაუზარდეს.
„ჩხოროწყუს საკრებულომ ხელფასების ზრდა გადაწყვიტა, ამით ხდება დაფასება 14 დეკემბერს იმისა, რომ ხალხი "ოცნების" შეკრებაზე იძულებით წამოიყვანეს. არ გამოდიოდა, რომ მხოლოდ იმ ხალხისთვის გაეზარდათ, ვინც ამ საქმეში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი და ამის შესანიღბად, ყველას გაუზარდეს ხელფასი, გარდა ააიპ-ის თანმშრომლებისა“, - განაცხადა შენგელიამ.