ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს.
კენჭისყრაში 15 ოპოზიციონერი დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. პარტია საქართველოსთვის კანდიდატს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.
ჩხოროწყუს საკრებულოში ქართული ოცნება 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 7 დეპუტატი ჰყავს, პარტია საქართველოსთვის - 7, ხოლო ლელოს - 1.
ამასთან, კიდევ ერთი კვირით გადაიდო სხდომა წალენჯიხაში, სადაც თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს.