ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, შვილმა მამას ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი თვითმკლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის ის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.