logo
ENG



ჩხუბი თურქეთის პარლამენტში - ოპოზიციონერ დეპუტატს მმართველი პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ

04 მარ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

ჩხუბი თურქეთის პარლამენტში. არეულობა სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას სირიის მიმართ ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკა გააკრიტიკა. ოპოზიციონერ დეპუტატს მმართველი პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოყვა.

პარალელურად სირიაში თურქეთის არმიისთვის დღევანდელი დღე კვლავ დანაკარგებით დასრულდა. იდლიბში სირიის არმიასთან შეტაკების დროს დაიღუპა სამი და დაიჭრა 15 თურქი ჯარისკაცი.

ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედროების მკვლელობისთვის ასადის რეჟიმი პასუხს აგებს. სწორედ იდლიბის საკითხზე ილაპარაკებენ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი. მათი შეხვედრა ხვალ გაიმართება.  


close დახურვა