ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებამ, იუბილარ ანა გაბეჩავას მეგობარი მარიამ მამეიშვილი გამოკითხა.
პროცესის დასრულების შემდეგ გამოკითხულმა განმარტა, რომ საბედისწერო ღამეს ის წვეულებაზე იყო. თუმცა, ჩხუბის ეპიზოდს არ შესწრებია.
„დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი. ჩხუბის შესახებ არაფერი ვიცი იმიტომ, რომ ვიყავი სახლში. არ ვიცნობდი გიორგის. არ შევსწრებივარ ჩხუბს“, - განაცხადა მამეიშვილმა.
მამეიშვილმა გამოძიების კითხვებს პირველად უპასუხა.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.
საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.