ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. კაცი ამ დროს ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ცაგერში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სტიქიის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია ცაგერის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ჩქუმი და ქულბანია მოწყვეტილი.