„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, არაცივილიზებული ქცევის პროვოცირება მოახდინოს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მცდელობა არ გამოუვა და ისინი კვლავ მშვიდობიან, კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩასმულ პროტესტს გააგრძელებენ.
„მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ. ყველანაირად ცდილობენ არაცივილიზებული ქცევისკენ გვიბიძგონ, მაგრამ ვერ მოგართვით! არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, გავაგრძელებთ მშვიდობიან, კონსტიტუციის ფარგლებში გათვლილ საპროტესტო მოძრაობას და გავაგრძელებთ ცივილურად არჩევნებისთვის მზადებას“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
