ცენტრალური საარჩევნო კომისია 4 ახალ წევრს იმატებს.
მათგან ერთ-ერთის ლადო ბოჟაძის სტატუსი სოციალურ ქსელში უკვე კრიტიკის საფუძველი გახდა.
სტატუსი, რომლის გამოც ლადო ბოჟაძეს აკრიტიკებენ, მან ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ გამოაქვეყნა. ცესკოს წევრობის კანდიდატი წერდა, რომ მისთვის მილიარდერის ინტერვიუ გზავნილია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არ იქნება დესტაბილიზაცია და გადატრიალების მცდელობა აღკვეთილი იქნება.
ოპოზიცია მას ხელისუფლებისადმი პოლიტიკურ კეთილგანწყობაში ადანაშაულებს.
ცესკოს 4 ახალი წევრი პარლამენტმა ორ კვირაში, იმ წარმომადგენლების ნაცვლად უნდა დაამტკიცოს, რომლებსაც უფლებამოსილება ეწურებათ. ერთ ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატია წარდგენილი. პარლამენტმა 4 ახალი წევრი 8 კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს, რომლებიც მას პრეზიდენტმა წარუდგინა.